იარაღთან დაკავშირებით ბაიდენის რეკომენდაციების მოლოდინში

ვიცე პრეზიდენტი ახალ რეკომენდაციებს გაახმოვანებს ამერიკაში იარაღთან დაკავშირებით გამოწვეული ძალადობის შემცირების მიზნით

Your browser doesn’t support HTML5

იარაღის კონტროლი

კონექტიკუტის ქალაქ ნიუთაუნში, დაწყებით სკოლაში მომხდარი საზარელი აქტის შემდეგ ერთი თვის თავზე ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ახალ რეკომენდაციებს გაახმოვანებს ამერიკაში იარაღთან დაკავშირებით გამოწვეული ძალადობის შემცირების მიზნით.

სენდი ჰუკის სკოლაში დატრიალებულმა თავზარდამცემმა ისტორიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით დებატები-სკოლაში ძალადობის აღმოფხვრის შესახებ- ძალიან გაააქტიურა. ამერიკელი ერი კი გაუსაძლისმა გლოვამ და მრიხსანებამ მოიცვა.
მომხდარით შეძრწუნებული დემონსტრანტები აღშფოთებას ვერ მალავდნენ.
რამდენიმე დღის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა სასწრაფოდ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოითხოვა რათა ანალოგიური აღარასდროს განმეორდეს.

„ჩვენ აღარასოდეს შევეგუებით მსგავსს. ეს ტრაგედიები უნდა დასრულდეს. მათი დასრულების მიზნით, ჩვენ უნდა შევცვალოთ პოლიტიკა,“- აღნიშნა პრეზიდენტმა ობამამ.

დროთა განმავლობაში, პრეზიდენტმა ვიცე პრეზიდნეტს გადაულოცა ამ საქმისადმი შესაბამისი მიდგომებისა და რეკომენდაციების შემუშავების პასუხისმგებლობა. ჯო ბაიდენი სპეციალურ სამოოქმედო ჯგუფს ჩაუდგა სათავეში იარაღის ძალადობის აღმოსაფხვრელად:

„თუკი ჩვენი ქმედება ერთ სიცოცხლეს მაინც გადაარჩენს, ამ ნაბიჯებს აზრის აქვს.“
პარალელურად, ვიცე პრეზიდნეტი დაინტერესებული მხარეებისა და პოლიტიკოსების, ასევე საზოგადოების ფართო სპექტრს შეხვდა, მათ შორის იყვნენ იარაღის ტარების მხარდამჭერებიც და ლობისტები. დასამალი არ არის არც ის, რომ ყველაზე გავლენიანი ჯგუფი დაინტერესებულ მხარეებს შორის ამერიკის იარაღის ეროვნული ასოციაციაა, რომელიც იარაღის ტარების შეზღუდვის ნაცვლად ცეცხლსასროლ იარაღის უფრო ვრცელი ხელმისაწვდომობისა და ქვეყანაში იარააღის ფართოდ დაშვების მომხრეა.
ასოციაციის თავმჯდომარე ვეინ ლაპიერი:

„ერთადერთი რაც ბოროტმოქმედს დაგეგმილ აქტს გადააფიქრებინებს, იქნება მისი მსხვერპლის შეიარაღება.“ -ამბობს ის და თავის პოზიციას საქვეყნოდ იცავს.

სხვები ამბობენ, რომ შეიძლება მოინახოს სხვა გზა ისე რომ არც კონსტიტუციაში ჩადებული იარაღის თავისუფლად ტარების პრინციპი შეილოხოს და არც ბოროტოქმედთ მიეცეთ ლეტალური იარაღის ტარების შეუზღუდავი უფლება.
იარაღის ტარების კონტროლის ადვოკატი დენ გროსი გვეუბნება:

„იარაღის ნაციონალური ასოციაციის წევრებმა კარგად იციან, რომ არსებობს ბევრი სხვა გზა, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებს იარაღის ტარების უფლებას არ წაართმევს.“

იარაღთან დაკავშირებული ძალადობის პრობლემა კონექტიკუტის შტატს და ამერიკის დედაქალაქს სცდება. ნიუ იორკი, მაგალითად, უფრო მკაცრ კანონებს გამოიტანს. გეგმის ინიციატორი გუბერნატორი ენდრიუ კუომოა:

„საქმე მარტივად არის. არავინ ნადირობს შეტევითი იარაღით. არავის სჭირდება ათი ტყვია ირმის მოსაკლავად. უკვე ბევრი უდანაშაულო ადამიანი გარდაიცვალა. ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს დაუყოვნებლივ."

სენდი ჰუკის სკოლაში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შეძრა. ჯო ბაიდენის რეკომენდაციები მომხდარის გამო გაჟღერებული შეშფოთების ფონზე გამოიცემა. თუმცა ამერიკის კონგრესის განხილვის საგანი აღნიშნული წინადადებები მხოლოდ წლის ბოლოს გახდება, მაშინ როცა სენდი ჰუკის ისტორია შესაძლოა ბევრს აღარც ახსოვდეს.