აზერბაიჯანის მთავრობა აცხადებს, რომ ირანში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, თეირანში მდებარე მისი საელჩოდან თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციას იწყებს.
საქმე ეხება პარასკევს მომხდარ ფაქტს, როდესაც ირანში, აზერბაიჯანის საელჩოში შეარაღებული მამაკაცი შევარდა და ცეცხლსასროლი იარაღით ორი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა. ოფიციალურმა ბაქომ მომხდარს "ტერორისტული აქტი" უწოდა.
თეირანის პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო და ეჭვმიტანილი დააკავა. ირანის ოფიციალურმა პირებმა მომხდარი დაგმეს და თქვეს, რომ მკლელს პირადი მოტივები ჰქონდა და მომხდარს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.
ასევე ნახეთ: გაერო ირანს სიკვდილით დასჯას ხალხის წინააღმდეგ იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებსინცინდენტმა კიდევ უფრო დაძაბა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ, რაც ირანში აზერბაიჯანელ უმცირესობის წევრებს ქვეყანაში ავიწროვებენ, აზერბაიჯანმა კი პირველი ელჩი დანიშნა ისრაელში.
საელჩოში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მათ ირანში აზერბაიჯანის ელჩი დაიბარეს და მას სამართლიანობის აღდგენა მოსთხოვეს. ასევე, ისინი თეირანში, აზერბაიჯანის საელჩოდან საკუთარი თანაშრომლების ევაკუაციის შესახებ ინფორმაციასაც ავრცელებენ. დამატებითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, განაგრძობს თუ არა საელჩო ირანში მუშაობას, ან დროებითია თუ არა ეს გადაწყვეტილება, არ გაუვრცელებიათ.