აზერბაიჯანულმა ძალებმა რამდენიმე ადგილას გაარღვიეს მთიან ყარაბაღში სომხურ ძალებთან კონტაქტის ხაზი და გადაწყვეტილი აქვთ შეასრულონ თავიანთი სტრატეგიული მიზნები, განუცხადა სააგნეტო "როიტერს" , პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მრჩეველმა ჰიკმეტ ჰაჯიევმა სამშაბათს.
აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედება ყარაბაღში სწორედ სამშაბათს დაიწყო. ტერიტორია, რომელიც საერთაშორისოდაა აღიარებული, როგორც აზერბაიჯანის ნაწილი, ასევე სახლად მიაჩნია ეთნიკური სომხების დიდ ნაწილს, 120 000 სომეხს. ისინი ამბობენ, რომ ეს მათი საგვარეულო სამშობლოა და ყარაბაღის ნაწილსაც თავად აკონტროლებენ.
სომხეთმა, სამშაბათს უარყო ყარაბაღში თავისი ძალების ყოფნა. ჰაჯიევმა თქვა, რომ ბაქო მზად იქნება ყარაბაღელ სომხებთან სასაუბროდ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი თეთრ დროშას აღმართავენ და განიარაღდებიან. მისი თქმით, აზერბაიჯანს მეზობელ სომხეთში სამხედრო მიზნები არ აქვს.
ასევე ნახეთ: აზერბაიჯანმა ყარაბაღში სომხების "განიარაღებისთვის" სამხედრო მოქმედებები დაიწყო„აზერბაიჯანის განზრახვა არის მტრობისა და დაპირისპირების დასრულება“, - განაცხადა მან. „საკმარისია. ჩვენ ვეღარ მოვითმენთ ჩვენს ტერიტორიაზე ასეთი შეიარაღებული ძალების არსებობას და ასევე სტრუქტურის არსებობას, რომელიც ყოველდღიურად აყენებს გამოწვევას აზერბაიჯანის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს“.