აზერბაიჯანმა ყარაბაღის მეორე ომის დროს ტყვედ ჩარდნილი 15 სომეხი მებრძოლი გაათავისუფლა და ისინი საქართველოს გავლით, სომხეთში დაბრუნდნენ. საპასუხოდ, სომხეთმა, აზერბაიჯანულ მხარეს, ყარაბაღში დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი მასალები გადასცა.
დავაბრუნეთ 15 სომეხი ტყვე, აღდამის რაიონის დანაღმული ტერიტორიების რუქის სანაცვლოდ, საქართველოს ოფიციალური პირების შუამავლობითაზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რო მათ დააბრუნეს 15 სომეხი სამხედრო ტყვე, აღდამის რაიონის დანაღმული ტერიტორიების რუქის სანაცვლოდ, საქართველოს ოფიციალური პირების შუამავლობით.
"ვაფასებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მეთაურობით საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ამ ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში.
აქვე, განსაკუთრებით აღვნიშნავთ შუამავლის როლს და პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდით უპირველეს ყოვლისა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ფილიპ რიკერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს" - წერია ოფიციალური ბაქოს განცხადებაში.
ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც ამჟამად აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული, საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ გატავისუფლებული სამხედრო ტყვეები საქართველოს საპატრულო პოლიციის თანხლებით სამშობლოში ბრუნდებიან.
საქართველოს მთავრობის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ბაქოსა და ერევანს შორის, ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება, პრემიერ-მინისტრის „აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით“ მოხერხდა.
„პრემიერ-მინისტრი პირადად იმყოფებოდა მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს საქართველოს უშუალო მეზობლებს შორის დაძაბულობის შემდგომ შემცირებას“ - აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.
ეს ფაქტი მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს საქართველოს უშუალო მეზობლებს შორის დაძაბულობის შემდგომ შემცირებასსაქართველოს მთავრობა
სომეხი ტყვეების გათავისუფლებას წინ უწრებდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერის ვიზიტი თბილისში, ბაქოსა და ერევანში.
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა, შეთანხმების მიღწევისთვის გაწეული "სასიცოცხლო ძალისხმევისთვის".
"შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ 15 სომეხი სამხედრო ტყვის გათავისუფლებას. ჩვენ საქართველოს ხელისუფლების მადლიერი ვართ მხარეებს შორის მოლაპარაკების ფასილიტაციაში შეტანილი სასიცოცხლო წვლილისთვის. მსგავსი ნაბიჯები რეგიონის მოსახლეობას დამსახურებული მშვიდობიანი მომავლის მიღწევაში დაეხმარება", - ვკითხულობთ ბლინკენის ტვიტში.
სომხეთის მონაცემებით, ყარაბაღის მეორე ომში დამარცხების შემდეგ, ტყვედ 200-მდე სომეხი მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე ჩავარდა.
ჩვენ საქართველოს ხელისუფლების მადლიერი ვართ მხარეებს შორის მოლაპარაკების ფასილიტაციაში შეტანილი სასიცოცხლო წვლილისთვისენტონი ბლინკენი, სახელმწიფო მდივანი
ოფიციალური ბაქო, ტყვეების ნაწილს "დაქირავებულ ტერორისტებად" მიიჩნევს და მათ გასამართლებას გეგმავს.
აზერბაიჯანში უკვე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ლიბანური წარმოშობის სომეხ მებრძოლზე ვიქენ ეულჯექჯიანზე.
ყარაბაღის მეორე ომის დროს, რომელიც 2020 წლის სექტემბერ-ნოემბერში, 44 დღე გაგრძელდა, აზერბაიჯანმა 2895 ჯარისკაცი დაკარგა, სომხეთმა 3250 ჯარისკაცი და ასევე ყარაბაღის ტერიტორიის დიდი ნაწილი. ერევანს ასევე მოუხდა ყარაბაღის პირველი ომის დროს (1988-1994) დაკავებული აზერბაიჯანის რამდენიმე რაიონის დატოვებაც.