ილჰამ ალიევი ძალაუფლებას განიმტკიცებს

კვირას, აზერბაიჯანში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიციის ძირითადმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მმართველობა უცვლელი დარჩება. ოპოზიცია და საერთაშორისო დამკვირვებლები საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, და ხელისუფლებას პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და პარტიებისთვის საარჩევნო კამპანიის შეზღუდვაში ადანაშაულებენ.

ხელისუფლება პირობას დებდა, რომ არჩევნებს სამართლიან, თავისუფალ გარემოში ჩაატარებდა.