აზერბაიჯანი და სომხეთი, საზღვართან მომხდარ ბოლო სროლაში ერთმანეთს სდებენ ბრალს. ერევანი აცხადებს, რომ სროლას სამი სომეხი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 28 ივლისს, სამი სამხედრო გარდაიცვალა, ორი კი დაიჭრა. აზერბაიჯანმა სომხურ ძალებზე თავდასხმით „კიდევ ერთხელ მოახდინა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის პროვოცირება, სომხეთ- აზერბაიჯანის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში“ - წერია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
„ვითარების გამწვავებაზე სრული პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება“ - მიიჩნევს სომხეთის თავდაცვის უწყება და ამბობს, რომ სროლას მსხვერპლი აზერბაიჯანის მხარესაც მოჰყვა.
ასევე ნახეთ: სომხეთ აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობა იზრდება - აზრბაიჯანმა 6 სომეხი სამხედრო დააკავათავის მხრივ, ვითარების დაძაბვაში აზერბაიჯანი ბრალს სომხეთს სდებს. უწყების განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილმა, ცეცხლი გაუხნსა აზერბაიჯანის ჯარების პოზიციებს, რომლებიც ქალბაჯარის რაიონში არის განთავსებული. აზერბაიჯანული მხარის ცოდნით, მათი მხრიდან ორი ჯარისკაცი დაშავდა.
ბაქო მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას ერევანს აკისრებს.
ბოლო კვირების განმავლობაში, ორ სახელმწიფოს შორის, საზღვარზე შეტაკებები გახშირდა. შეიარაღებული კონფლიქტი, რომელმაც 6 900 ადამიანი იმსხვერპლა, 2020 წლის ნოემბერში მოსკოვის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დასრულდა. შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მნიშვნელოვან ნაწილსა და შვიდივე მიმდებარე ოლქზე კონტროლი აღადგინა. ამ რაიონებს ეთნიკური სომხები 30 წლის განმავლობაში მართავდნენ.
ასევე ნახეთ: აზერბაიჯანი სომხეთს სტრასბურგში უჩივისმთიანი ყარაბაღი, საერთაშორისოდ არის აღიარებული როგორც აზერბაიჯანის ნაწილი, მაგრამ ადრეული 1990-იანი წლებიდან, მას ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ.