აზერბაიჯანმა სომხეთი ხუთი ჯარიკაცის მკვლელობაში დაადანაშაულა. ძალადობა უკვე მეორე დღეა გრძელდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. ორშაბათიდან მოყოლებული უკვე 8 ადამიანია დაღუპული. სომხეთმა სამი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ორშაბათს გააკეთა განცხადება. არიან ასევე დაჭრილები ორმხრივი სროლების გამო. ძალადობის ესკალაცია სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის კავკასიის ტურნეს დაემთხვა. სომხეთში ვიზიტისას მან დაგმო "უაზრო მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში". ძალადობის გაგრძელება ქალბატონი კლინტონის თქმით, რეგიონული კონფლიქტის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. კლინტონი ოთხშაბათს აზერბაიჯანში იმყოფება,