დაღუპულთა უმრავლესობა პოლიციელები არიან
სირიის დედაქალაქ დამასკოში ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აფეთქება განახორციელა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა და 31 დაიჭრა. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, ერთი აფეთქება პოლიციის შენობაში მოხდა.
დაღუპულთა უმრავლესობა პოლიციელები არიან. სახელმწიფო მედიის ცნობით, აფეთქება ტერორისტებმა განახორციელეს. სირიის მთავრობა მის წინააღმდეგ მოქმედ ამბოხებულებს ტერორისტებად მოიხსენიებს.
ასევე, დღეს ავსტრიამ დაიწყო სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანა სირია-ისრაელის საზღვარზე გოლანის მაღლობებიდან, რითაც თითქმის 40 წლიანი სამშვიდობო მისია დაასრულა. ავსტრიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეს ავსტრიაში სამშვიდობოების პირველი ნაკადი დაბრუნდა.