ავსტრიაში ძალაში შედის კანონი, რომელიც ქალებს პირბადის ტარებას უკრძალავს

ავსტრიაში, დღეს ძალაში შევიდა კანონი, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის დაფარვას კრძალავს. აკრძალვა რელიგიურ თავსაბურავებსაც შეეხება, რომელსაც მუსლიმი ქალები ატარებენ.

საფრანგეთისა და ბელგიის მსგავსად, კანონი მიესადაგება ტურისტებს არაბული ქვეყნებიდან.

მუსლიმები გმობენ ამ კანონს, აცხადებენ რა, რომ ავსტრიელი მუსლიმების ძალიან მცირედი რაოდენობა ატარებს თავსაბურავსა და პირნიღაბს.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიაში სრული პირბადე იშვიათია, მიუხედავად მუსლიმი მიგრანტების და ლტოლვილების მოზღვავებისა 2015 წლიდან. მაგრამ შენიღბული ქალები ხშირად ხდებიან ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების თავდასხმის სამიზნე.

აკრძალვის დარღვევა 180 დოლარამდე ჯარიმას გულისხმობს.