ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სლოვენიასთან საზღვარზე კედელს ააშენებს, რომელიც ლტოლვილების ქვეყანაში შედინების ტემპს შეაჩერებს.
მიკლ ლაიტნერის თქმით, კედელი ავსტრიაში ლტოლვილების კონტროლირებულ შესვლას უზრუნველყოფს და მისი დანიშნულება მიგრაციის სრულად შეჩერება არ იქნება. მინისტრს მშენებლობის დასაწყებად ვადები და ბიუჯეტი არ დაუკონკრეტებია.