ავსტრალიის ოფიციალურ პირების ინფორმაციით, სამი ადამიანი, რომლებმაც ტყის ხანძარს თავი ვერ დააღწია, სავარაუდოდ, დაიღუპნენ. ხანძარი სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიაში კვლავ ბობოქრობს და მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.
მთავრობა აცხადებს, რომ ზოგიერთ, განსაკუთრებით რთულ ზონაში, დამატებითი რესურსი იგზავნება ტყის ხანძართან გასამკლავებლად.
თუმცა, ასევე არის რეგიონები, სადაც პოლიციის გაგზავნა ვერ ხერხდება ხანძრის ინტენსიურობის გამო.
დღემდე, ავსტრალიაში ტყის ხანძრების წლევანდელ სეზონზე სტიქიამ 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორი ერთი მოხალისე მეხანძრე იყო.