ავსტრალიის აირბუსის ავარიული დაფრენა

ავსტრალიის აირბუსის ავარიული დაფრენა

ავსტრალიის ავიახაზებმა დღეს აირბუსის ექვსი თვითმფინავის რეისები დროებით შეაჩერეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ერთ-ერთმა აირბუსის თვითმფრინავმა ძრავის გაუმართავობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სინგაპურის აეროპორტში ავარიული დაფრენა განახორციელა.

აირბუს A-380 მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავია. ავიახაზების წარომადგენლის განცხადებით, თვითმფრინავს ერთი ძრავა სინგაპურის აეროპორტიდან აფრენიდან მოკლე ხანში გაეთიშა. თვითმფრინავის 459 მგზავრიდან არავინ დაშავებულა.