თავდასხმას ავსტრალიაში ტერორიზმად აფასებენ

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში თავდამსხმელმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა და ერთი მოკლა. ავსტრალიის პოლიციის განცხადებით, თავდასხმა ტერორიზმს უკავშირდება. ანტი-ტერორისტულმა სამსახურმა საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებლობა აიღო.

პოლიციის განცხადებით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი სომალიდან იყო. ის პოლიციასთან შეტაკებაში დაიჭრა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

პოლიციის ადგილზე მისვლა აალებული მანქანის შეტყობინებას მოჰყვა. ადგილზე მისვლის შემდეგ მათ აღმოაჩინეს, რომ ეჭვმიტანილი გამვლელებს თავს ესხმოდა. იმ ქუჩაზე ის გაზის ცილინდრებით სავსე მანქანით მივიდა.