ავსტრალიელი ჯარისკაცები ავღანეთიდან დროზე ადრე გავლენ

ავსტრალიის პრემიერ მინისტრი ჯულია გილარდის განცხადებით, ავსტრალიელი ჯარისკაცების ავღანეთიდან გამოყვანა 2013 წლიდან დაიწყება. თავდაპირველი გეგმის თანახმად ავსტრალიელების გამოსვლის პროცესი 2014 წელს უნდა დაწყებულიყო.

გილარდმა ეს განცხადება დღეს კანბერაში გააკეთა. ჩიკაგოში დანიშნულ ნატოს სამიტზე ის ამ საკითხს ალიანსის წინაშეც წამოჭრის.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩიკაგოში ნატო მიიღებს გადაწყვეტილებას ალიანსის ავღანეთიდან 2013 წლის შუა პერიოდიდან გამოყვანასთან დაკავშირებით."-თქვა მან.

ავღანეთში ამჟამად 1550 ავსტრალიელი ჯარისკაცი იმყოფება.