ავსტრალიელების უმეტესობა ფიქრობს, რომ ჩინეთი შესაძლოა ავსტრალიისთვის მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში სამხედრო საფრთხე გახდეს. ამის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთ ბოლო გამოკითხვა საუბრობს. „ლოუის ინსტიტუტის“ კვლევამ აჩვენა, რომ ავსტრალიელების დამოკიდებულება ჩინეთის მიმართ გასული წლის განმავლობაში ოდნავ გაუმჯობესდა, მაგრამ პეკინის მიმართ ეჭვები რჩება.
ყოველწლიური გამოკითხვა ხაზს უსვამს ავსტრალიის რთულ და ხშირად წინააღმდეგობრივ ურთიერთობას ჩინეთთან, რომელიც მეორეს მხრივ, მისი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ავსტრალიელების დიდი ნაწილი მოხარულია მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის განახლებით კანბერასა და პეკინს შორის, თუმცა ავსტრალიელების ნდობა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მიმართ კვლავ დაბალი რჩება. გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 75%-ს სჯერა, რომ პეკინს შეუძლია სამხედრო საფრთხეს შეუქმნას ავსტრალიას.
ორმხრივი ურთიერთობები ჩინეთსა და ავსტრალიას შორის 2022 წლის მაისში კანბერაში მემარცხენე მთავრობის არჩევის შემდეგ გაუმჯობესდა.