14 კადრი და 14 წელი საქართველოში რუსეთის ომიდან

კადრი, 2008 წლის 9 აგვისტოს გორშია გადაღებული. მაშინ, როცა რუსეთმა გორში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა. 

2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთმა გორში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა.დაბომბვის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. 

ქართველ სამხედროებს იერიში მიაქვთ რუსულ პოზიციებზე

ქართველი სამხედროები ცდილობენ, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას გორიდან, სადაც მანამდე რუსულმა ძალებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა. ფოტო 2008 წლის 9 აგვისტოთი თარიღდება. 

რუსულმა ძალებმა, ფოთის პორტი დაბომბეს. კადრში ჩანს ქართული საზღვაო ძალების გემი, რომელიც იწვის. 

ეს კადრიც 2008 წლის 9 აგვისტოს, გორშია გადაღებული.  თბილისიდან 80 კილომეტრის დაშორებით, რუსულმა ძალებმა იერიში მშვიდობიან მოსახლეობაზე მიიტანეს. 

გორში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის დროს, რუსულ იერიშს სულ ცოტა 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რამდენიმე დაშავდა. 

ეს კადრი გორში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს არის გადაღებული. 

ქალაქი გორი - კადრი 2008 წლის 12 აგვისტოს არის გადაღებული. 

2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოში ომი დაიწყო და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა. ოკუპაციის პროცესი მას შემდეგ გრძელდება. წელს აგვისტოს ომიდან 14 წელი სრულდება. გთავაზობთ სააგენტო „როიტერის“ ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ სურათებს. #ამერიკისხმა