32 წელი ლოკერბის ტერაქტიდან - აშშ დამნაშავის ექსტრადირებას ითხოვს

1988 წლის 21 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 19:03 საათზე, შოტლანდიის ქალაქ ლოკერბის თავზე მასშტაბული ავიაკატასტროფა მოხდა. "პან ამ ავიახაზების" კუთვნილი ბოინგ 747-ის ბორტზე მოთავსებულმა ბომბმა თვითმფრინავი ჰაერში ააფეთქა. ავიალაინერის ნაწილები 2175,59 კვადრატულ კილომეტრზე გაიფანტა და თითქმის მთელი შოტლანდია დაფარა. რეისი 103-ის ყველა მგზავრი და ეკპაჟის ყველა წევრი დაიღუპა - ჯამში 259 ადამიანი. მათ შორის 190 ამერიკელი იყო. ავიალეინერის აფეთქებას ლოკერბის მკვიდრებიც ემსხვერპლნენ. 11 ადამიანი საკუთარ სახლებში ვახშმობდა, როცა ბოინგის ნაწილები მათ სახლებს დაეცა.

გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში, ეს ამ დრომდე ყველაზე მასშტაბურ და სისხლიან ტერაქტად რჩება. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ლოკერბის აფეთქება, ყველაზე სასტიკი ტერორისტული აქტია ამერიკელებისთვისაც.

მომხდარის შესწვლა შოტლანდიის საგმოძიებო უწყებებთან ერთად, დაუყოვნებლივ დაიწყო აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, „ლოკერბის აფეთქების“ საქმეზე ლიბიის მოქალაქეს წაუყენეს ბრალი. ბრალდებაში ნახსენებია ეჭვმიტანილი აბუ აგილა მოჰამად მასუდი, რომელიც ლიბიიის პენტენციურ სისტემაში იხდის სასჯელს.

აშშ-ის ხელისუფლებას დაკავებულის აშშ-ის ექსტრადირება და აშშ-ის კანონმდებლობით გასამართლება სურს. გენერალური პროკურორი, ბილ ბარი აცხადებს, რომ ლიბიის მთავრობის მიერ, პატიმრის გადმოცემის პერსპექტივა არსებობს.

„ვიცი, რომ დაღუპულთა ოჯახის წევრების მწუხარებას, ჩვენი დღევანდელი ნაბიჯი ვერ შეამსუბუქებს. მაგრამ, გვინდა იცოდნენ, რომ ამერიკის მთავრობა, ამერიკელი ხალხი, ჩვენი პარტნიორები ყოველთვის იბრძოლებს სამართლიანობისთვის" - აცხადებს ბარი.