კოალიციამ რაქას მახლობელ სოფელზე იერიში მიიტანა

სირიელი აქტივისტების ინფორმაციით, სულ მცირე 14 ადამიანი, მათ შორის 8 ბავშვი, დაიღუპა საჰაერო იერიშის შედეგად სირიის ჩრდილოეთით მდებარე სოფელში.

ბრიტანეთში დაფუძებული “ადამიანის უფლებების სირიული ობსერვატორია” აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მიერ წარმართული საჰაერო კოალიციის სამიზნე რაქას მახლობლად მდებარე სოფელ ალ-მატაბი იყო.

რაქა დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” დედაქალაქადაა მიჩნეული და სახვადასხვა ინფორმაციით იქ 4 000-მდე მებრძოლია მობილიზებული.

კოალიციას მომხდარზე აქამდე კომენტარი არ გაუკეთებია.