ბრიუსელში გამართულ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე, "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვექნებთან ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და პრიორიტეტად მიიჩნევს ამ ქვეყნებისადმი მხარდაჭერას.
„ევროკავშირი უნდა ამაყობდეს, რომ ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირთან დაახლოება სურთ, მეტიც მასში გაწევრიანებაც უნდათ. ხშირად, ჩვენ ევროკავშირში, მოცემულობად აღვიქვამთ იმას, რისი შექმნაც შევძელით – კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და ყველასთვის შესაძლებლობის არეალი“ – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
მისი თქმით, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობს ასოცირების შეთახმების ფარგლებში, როგორიცაა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ამ თვალსაზრისით, მისი განცხადებით, შესაძლებელი იქნებოდა თანამშრომლობის გაღრმავება სავაჭრო ბრუნვის თვალსაზრისით, უსაფრთხოების სფეროში, დეზინფორმაციის, კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ.
საქართველოს საგარეო საქმეთა საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სამი ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის თანამშრომლობის ახალი „ასოცირებული ტრიოს“ფორმატის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმ საერთო რეგიონულ საფრთხეეზე, რომელიც თანაბრად აწუხებს რეგიონის ამ ქვეყნებს. ესაა რუსეთი და რეგიონში არსებული გადაუწყვეტელი კონფლიქტები.
„რუსეთთან გადაუწყვეტელი კონფლიქტები რჩება უდიდეს გამოწვევად მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისთვის. რუსეთის მცდელობა, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების, ანექსია და უკანონო ოკუპაცია ისევე როგორც უკრაინის ტერიტორიების, ასევე მოლდოვის რეგიონის დნესტრისპირეთში გადაუწყვეტელი კონფლიქტი, ქმნის სერიოზულ საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისთვის. რუსეთის ქმედებებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ევროპის აღმოსავლეთ ფლანგის მნიშვნელოვანი დესტაბილიზაცია მოახდინა“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციითვე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას თქმით, „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატი მათ დაეხმარება ევროკავშირის სტადარტებთან დაახლოების გზაზე მიღწეული წარმატების განმტკიცებაში.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აურელიო ჩოკოიმ აღნიშნა, რომ „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატში ვროკავშირთან დიალოგის ხარისხის ამაღლება გაცილებით უკეთაა შესაძლებელი.
მინისტრები დავით ზალკალიანი, დმიტრო კულება და აურელიუ ჩოკოი საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ ცოტა ხნის წინ შექმნილი „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატით, ბრიუსელში პირველი ერთობლივი ვიზიტით იმყოფებიან. ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ ისინი, საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ევროკომისრებს და ევროპარლამენტის დეპუტატებსაც.