ჯულიან ასანჟის მხარდამჭერები ეკვადორის საელჩოსთან აქციებს მართავენ
ლათინური ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში პარასკევს შეიკრიბნენ, რათა განეხილათ ვიკილიქსის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის საკითხი. ასანჟი ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოს უკვე ორი თვეა აფარებს თავს. ეკვადორმა ასანჟს თავშესაფარი მიანიჭა, მაგრამ ბრიტანეთი იმუქრება, რომ როგორც კი ასანჟი დატოვებს ეკვადორის საელჩოს, მას მყისვე დააპატიმრებენ.
გასულ კვირას ბრიტანეთმა ეკვადორის საელჩოს წერილობით მიმართა სადაც იუწყება , რომ 1987 წლის კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ასანჟის დაპატიმრებას საელჩოს შიგნითაც განახორციელებენ.
ქუჩის გადაღმა კი ასანჟის მხარდამჭერები 24 საათიან აქციებს მართავენ. ისინი მეთვალყურეობენ, რომ ბრიტანეთის პოლიციამ ასანჟის საელჩოდან გამოსაყვანად ძალა არ გამოიყენოს.