ამერიკული მხარე ისაუბრებს კანონის უზენაესობაზე, რწმენის და გამოხატვის თავისუფლებებზე, მშრომელთა და ეთნიკური უმცირესობის უფლებებზე
ვაშინგტონი და პეკინი დღეს ადამიანის უფლებების საკითხებზე დიალოგს იწყებს. ორდღიანი მოლაპარაკება პეკინის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ კუნმინგში მიმდინარეობს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკული მხარე წინ წამოწევს კანონის უზენაესობის, რწმენის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, მშრომელთა უფლებების და ეთნიკური უმცირესობების უფლებათა საკითხებს.
ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობის შესახებ ორ ქვეყანას შორის დიალოგი რეგულარულად 1990 წლის შემდეგ იმართებოდა. თუმცა, იყო ხანგრძლივი ინტერვალი 2002-დან 2008 წლამდე, როცა გაეროში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო ჩინეთი მკაცრად გააკრიტიკეს. რის შედეგადაც ჩინეთმა მოლაპარაკების პროცესი დემონსტრატიულად 6 წლით დატოვა.