ფილიპინები შეთანხმებას აპროტესტებს და კამბოჯის მეთაურობით გაკეთებულ განცხადებას მიკერძოებულს უწოდებს
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ლიდერები კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში რეგიონალურ სამიტში მონაწილეობენ. სამხრეთ ჩინეთის ზღვის ტერიტორიულ უთანხმოებასთან დაკავშირებით სამიტზე კვლავ აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება.
„ასეანის" სამიტზე ფილიპინებმა ბოლო მომენტში უარი განაცხადა ერთობლივ განცხადებაში მონაწილეობაზე, რომელიც ტერიტორიული დავისთვის საერთაშორისო ხასიათის მინიჭებაზე უარს ამბობს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კონსენსუსი მიღწეული არ არის და შეთანხმება ერთობლივი განცხადების შესახებ „ასეანის" ამჟამინდელი თავმჯდომარის, კამბოჯას ზეწოლით შეიქმნა. კამბოჯა კი ჩინეთის ახლო მოკავშირეა, - აცხადებს ფილიპინების პრემიერი ალბერტ დელ როსარიო.