კამბოჯას დედაქალაქ პნომპენიში სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის - იგივე ასეანის სამიტი იხსნება, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება. რეგიონების ლიდერების მთავარი განსახილველი საკითხები საზღვაო პრობლემები და ჩრდილოეთ კორეის მეორედ დაგეგმილი რაკეტის გამოცდაა. კამბოჯას პრეზიდენტი ჰუნ სენი ყურადღებას გაამახვილებს ეკონომიკურ პრობლემებზე. ის ცდილობს დაარწმუნოს ასეანის ქვეყნები, რომ რეგიონში დიდ ეკონომიკური განსხვავების შესამცირებლად უფრო მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო.
„რეგიონში ასეანის წევრებს შორის თანამშრომლობის მასშტაბი შესამჩნევად მცირეა. ეს კი მოითხოვს ძალისხმევის გაორმაგებას რათა ხელი შეეწყოს ეკონომიურ ზრდას რეგიონის ქვეყნებში,“ - განაცხადა კამბოჯას პრეზიდენტმა.