ბრიტანეთის სასამართლომ ვიკილიკსის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის შვედეთში გადაგზავნა მოითხოვა. ასანჟის შვედეთში სექსუალური ძალადობის ბრალდების საფუძველზე გამომძიებლები დაკითხავენ.
სასამართლოს შემდეგ ვიკილიკსის დამფუძნებელმა სასამართლო პროცესი გააკრიტიკა:
„ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ არის, რომ ბრალი ჩემთვის არავის წამოუყენებია, მაგრამ დღემდე მაინც დაკავებული ვარ. „
ასანჟის ადვოკატებმა ბრიტანეთის სასამართლოს საკუთარი შეშფოთება განუცხადეს. მათ არ აქვთ იმედი,რომ შვედეთის სასამართლო ობიექტურად იმოქმედებს და ასანჟს შეერთებულ შტატებში მაინც გადააგზავნიან.