ატლანტის მცხოვრები, ჯონ ბარეტი აპირებს, რომ სასწავლო წლის განმავლობაში მისი გოგონა სახლში ჰყავდეს, თუმცა ნატრობს, რომ ამის გაკეთება არ სჭირდებოდეს. მოლი ბოლი, იქვე მცხოვრები ქალი კი თავის შვილებს სკოლაში უშვებს. თუმცა, საკუთარ გადაწყვეტილებაში ბოლომდე დარწმუნებული არაა და სინანულის განცდა მაინც აქვს.
აკადემიური წლის დაწყებასთან ერთად (ამერიკაში ის ადრე აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში იწყება) მშობლები რთული არჩევანის წინაშე დადგნენ - გაუშვან შვილები სკოლაში თუ სახლში დატოვონ და ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ. კორონავირუსის პანდემიის გამო შემქნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მშობლების უმეტესობას არც ერთი ვარიანტი მოსწონს და არც მეორე.
ასევე ნახეთ: ახალგაზრდებსაც შეიძლება კოვიდ-19 მძიმე ფორმებში ჰქონდეთ - ჯანმომოლი ბოლი, ორი ბიჭის დედა ფიქრობს, რომ ისინი სკოლაში უნდა წავიდნენ. „ნამდვილად ვფიქრობ, რომ ბავშებისთვის სკოლაში სიარული ჯანსაღი პროცესია“, ამბობს ის. თუმცა, მეორეს მხრივ, დედას კარგად ესმის იმ რისკების, რომელიც კოვიდ 19-მა დღევანდელობაში შემოიტანა. „ამავდროულად არ მინდა, რომ სწორედ ახლა მიდიოდნენ სკოლაში, ძალიან მეშინია“, ამბობს ქალი.
მშობლებისთვის არჩევანის მიცემა სკოლებს მდგომარეობას, გარკვეულწილად, უმსუბუქებს. ვინაიდან მშობლების ნაწილი ირჩევს, რომ შვილები სახლში დატოვონ, ასე სკოლებსა და სკოლის ავტობუსებში მეტი ადგილი და სივრცე ჩნდება სოციალური დისტანციის დასაცავად. ეს კი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია კორონავირუსის გავრცელებისგან თავის დასაცავად.
ასევე ნახეთ: ამერიკის უნივერსიტეტები პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ ერთიანდებიანთუმცა, ვირუსის გავრცელების ინტენსივობასთან ერთად შემცირდა იმ ოჯახების რიცხვიც, ვისაც არჩევანის საშუალება დაუტოვეს. ისეთ ქალაქებში, სადაც სწავლა აგვისტოს პირველ კვირებშივე იწყება, სკოლების უმეტესობა სრულად ონლაიან სწავლებაზე გადადის.
სკოლების ნაწილი, კი სადაც სწავლა ჯერ არ იწყება, ვირუსის გავრცელების დინამიკას აკვირდება და იმის მიხედვით აწყობს გეგმებს. გეგმებს შორისაა, როგორც ე.წ ჰიბრიდული სწავლება, ანუ კვირის რამდენიმე დღე სახლში, ხოლო რამდენიმე დღე სკოლაში ბავშვების ყოფნა, ასევე სრულად ონლაინ სწვალებაზე დარჩენა.
ასევე ნახეთ: გუგლის თანამშრომლები 2021 წლის ზაფხულამდე შინიდან იმუშავებენსკოლაში, სადაც ჯონ ბარეტის ქალიშვილი სწავლობს, პირბადეების ტარება აუცილებელი მოთხოვნა არ არის. მშობლების დიდი ნაწილისთვის ეს დამაბრკოლებელი ფაქტორი აღმოჩნდა. მათ შორის იყო თავად ბარეტიც.
კაცი ამბობს, რომ ნიღბების არმოთხოვნის ფაქტორმა დიდი როლი ითამაშა მის გადაწყვეტილებაში შვილის სახლში დატოვებასთან დაკავშირებით.
„როგორც მინიმუმ, პირბადის ტარება სავალდებულო უნდა იყოს და შესაძლოა, [გაკვეთილების] გრაფიკიც უნდა შეიცვალოს. ისინი არ არიან დაინტერესებული იმით, რომ ვირუსით შემქნილ რეალობას თვალი გაუსწორონ ჯორჯიაში“, ამბობს ბარეტი.
ასევე ნახეთ: ამერიკაში კოვიდ-19-ით დაავადებულთა რიცხვი ოფიციალურზე ბევრად მეტიაბარეტის ქალიშვილი სპეციალური საჭიროებების მქონეა, ამიტომ მისთვის სკოლას ინდივიდიუალურად შექმნილი პროგრამა აქვს. ოჯახისთვის გოგონას სახლში დარჩენა კი ამ ფაქტორის გამოც რთული იქნება. მშობლები შიშობენ, რომ ონლაინ სწავლების დროს, გოგონა, შესაძლოა, სკოლის პროგრამას ჩამორჩეს.
თუმცა, სკოლის დაწყების პარალელურად, მშობლები არ არიან ერთადერთი, ვისაც პრობლემები ექმნება. მასწავლებებისთვისაც რთული დრო იწყება. განსაკუთრებით მათთვის, ვინც შედარებით პატარა დასახლებების სკოლებში ასწავლის. მასწვალებლებს სთოვენ, რომ გაკვეთილი ჩაუტარონ როგორც მათ, ვინც სკოლაში ივლის, ასევე იმ მოსწავლეებს, ვინც ონლაინ რეჟიმში იქნება ჩართული სასწავლო პროცესში.
მშობლების ნაწილი აპირებს, რომ ბავშვები სკოლაში გაუშვას, ვინაიდან სხვა შემთხვევაში სახლიდან მუშაობას ვეღარ მოახერხებენ. „ეს ავტომატურად მოხდა, რადგან მე და ჩემი ქმარიც ვმუშაობთ და ეს [ბავშვების სახლში ყოფნა] ორივე გეგმას არევდა“, ამბობს ჯეკი ტეილორი, სამი შვილის დედა.
ის განმარტავს, რომ მისი შვილები მთელი ზაფხულის განმავლობაში სხვა ბავშვებთან ურთიერთობდნენ და თამაშობდნენ, ამიტომ მათი სკოლაში დაბრუნების საკითხი და ადამიანებთან კომუნიკაცია, ისე მწვავედ არ აღიქვა, როგორც სხვებმა.
არიან ისეთებიც, ვისაც სკოლაში სიარულის გარდა სხვა გამოსავალი არ აქვთ. მაგალითად, სიანა ონანოვიჩის ვაჟი, კელვინი სკოლაში აპირებს სიარულს, ვინაიდან მეცნიერებისა და ინჟინერიის პროგრამა, რომელიც მან აირჩია, ონლაინ ხელმისაწვდომი არ იქნება. შესაბამისად, კელვინს სკოლაში სიარული მოუწევს.
ასევე ნახეთ: 10 000 გარდაცვლილი 11 დღეში - ამერიკაში კოვიდ-19-ის ახალი რეკორდული მაჩვენებლებიამიუხედავად გადაწყვეტილებებისა და არჩევანისა, საბოლოოდ ყველა მშობელი ორჭოფობს და დარწმუნებული არ არის საკუთარ აზრში. ისინი ვინც ბავშვებს სკოლებში უშვებენ, დარდობენ იმაზე, რამდენად უსაფრთხოა მათი შვილებისთვის, თუნდაც 2 დღით, სკოლაში ყოფნა. მშობლები კი, ვინც ონლაინ სწავლება აირჩია ფიქრობს იმაზე, როგორ შეუთავსოს სახლიდან მუშაობა და ბავშვის სწავლა ერთმანეთს და დარდობს იმაზეც, თუ რამდენად გაამართლებს ონლაინ სწავლება და მიიღებენ თუ არა მათი შვილები ისეთივე ცოდნას, როგორსაც სკოლაში ყოფნის დროს.