ვაქცინის გასაკეთებლად, მათ შორის, ვაქცინის დამატებითი დოზის მისაღებად, აშშ-ში ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება.
ალისონ ტონი, მათ შორის ერთ-ერთია. ტონიმ მიმდინარე წლის დასაწყისში, "სინოვაკის" ვაქცინა ჩილეში გაიკეთა. ცოტა ხანში, ის აშშ-ში, მინესოტას შტატს ეწვია და კვლავ აიცრა. ამჯერად „ფაიზერის“ ვაქცინით.
„არ უკითხავთ და არც მე მითქვამს“ - ამბობს ტონი - მისი თქმით, აშშ-ში აცრის დროს, არ უთქვამს, რომ „სინოვაკის“ ვაქცინა უკვე გაკეთებული ჰქონდა. 55 წლის ქალმა, დამატებით „ფაიზერის“ გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეიტყო, რომ ჩინური წარმოების ვაქცინას უფრო ნაკლები ეფექტურობა ჰქონდა, ვიდრე „ფაიზერს“.
ასევე ნახეთ: აშშ-ში კოვიდ-19-ით ბავშვთა ჰოსპიტალიზაცია მატულობსშემთხვევების შესახებ კითხვით, როცა ადამიანების სხვა ვაქცინასთან ერთად, დამატებით აშშ-ში იცრებიან, სააგენტო „როიტერმა“. ამერიკაში საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზეული ვაქცინების მწარმოებლებს მიმართა. „მოდერნა“ აცხადებს, რომ მათ მიერ წარმოებული ვაქცინა „არ არის ავტორიზებული ამ მიზნებისთვის“. „ჯონსონმა და ჯონსონმა“ სააგენტო კითხვაზე პასუხის მისაღებად აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოში გადაამისამართა. „როიტერს“ პასუხი არ მიუღია „ფაიზერისგან“.
ფარმაცევტული კომპანია „სივიესი“ (CVS), აფთიაქების ქსელი, სადაც მსურველებს ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ აცხადებს, რომ ისინი ადამიანებს დამატებით დოზას არ უკეთებენ, თუ ბაზაში მითითებულია, რომ სრულად არიან ვაქცინირებულნი, ან თავად ამბობენ, რომ უკვე იმუნიზებულნი არიან. ასეთივე, კიდევ ერთი ფარმაცევტული კომპანია, აფთიაქების ქსელი „უოლგრინი“ აცხადებს, რომ ისინი ვაქცინის გაკეთებამდე, ადამიანებს ეკითხებიან, ხომ არ არიან უკვე ვაქცინირებულნი.
ასევე ნახეთ: პერუში სინოფარმის ვაქცინის ეფექტურობა 50.4 პროცენტით შეაფასესაშშ ახლა მუშაობს გეგმის განვითარებაზე, რომლის მიხედვითაც თითქმის ყველა უცხოელი ვიზიტორი ვალდებული იქნება სრულად ვაქცინირებული იყოს. გეგმის მიხედვით, შესაძლოა მსგავსი შეზღუდვები გავრცელდეს იმ ადამიანებს, რომლებიც აშშ-ის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით არ არიან აცრილი.