ბოლო ათი წლის განმავლობაში, შეერთებულ შტატებში, ჩამოსული მგზავრები არეოპორტებში უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს ხვდებიან. ზოგიერთი მათგანი ერთგვარ უთანხმოებასაც იწვევს; მიუხედავად ამისა, მგზავრი ბობ დუბიოსი ყოველივე ამას მაინც საჭიროდ მიიჩნევს.
“ჩემი აზრით ეს ის არის რაც ძალიან გვჭირდება დღეს. ჩვენ არასდროს ვიცით რა იქნება, ან რა მოხდება. ამიტომ აუცილებელია მსგავსი ღონისძიებები,-” აღნიშნა ბობ დუბიოსმა.
ოსკალ დელ კასტილო ეთანხმება არსებული უსაფრთხოების წესების საჭიროებას, მაგრამ ამასთანავე დასძენს რომ:
“რამოდენიმე პროცედურა, უკმაყოფილებას იწვევს ჩემში; ერთ-ერთი ასეთია სხეულის შემოწმება, თუმცა, რა თქმა უნდა, მისი მნიშვნელობა კარგად მესმის.”
ამენა მირზა ქასი, ლოს-ანჯელესში, ამერიკული-ისლამური ურთიერთობის საბჭოს რწმუნებულია. იგი შეშფოთებას გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ უმეტეს წილად, მკაცრი უსაფრთხოების წესების სამიზნეს მუსულმანები წარმოადგენენ.
“მგზავრობისას უსაფრთხოების სამსახური ზედმეტ ზომებს იყენებს ჩემს შესამოწმებლად, რადგან თავი დაბურული მაქვს,-” თქვა მირზა ქასმა.
ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახური უარყოფს აღნიშნულ მოსაზრებას. მიუხედავად ამის, მუსულმანთა უმეტეს ნაწილს მიაჩნია რომ ისინი ასეთი დამოკიდებულების გამო დისკრიმინაციას განიცდიან.
სანდიეგოს მახლობლად მდებარე მეჩეთი სამეზობლო პროტესტის მომსწრეა, რომელიც მეჩეთის გაფართოების გეგმას ეწინააღმდეგება. სამოქალაქო უფლებების დამცველებმა, ფედერალური ბიუროს წინააღმდეგაც იჩივლეს, რომლებმაც მუსულმანების მონიტორნიგისათვის ინფორმატორები გამოიყენეს. აღნიშნულის თაობაზე ფედერალური ბიურო კომენტარს არ აკეთებს, მხოლოდ განმარტავს რომ, ისინი ამ მეთოდებით იმ შემთხვევაში მოქმედებენ, როცა, ამა თუ იმ ადამიანის საქციელში კრიმინალურ ელემენტებს შეამჩნევენ.
ლოს-ანჯელესის ფედერალური ბიუროს თანაშრომელი სტივენ მარტინესი ამბობს რომ, შეერთებული შტატები საზოგადოებრივი საქმიანობის ერთგულია; თუმცა, ამასთანავე გასათვალისჭინებელია რომ აღნიშნულ ქმედებებს ტერორიზმის მაღალი რისკი ახასიათებთ.
ეროლ საუთერი სამხრეთ კალიფორნიის უნივრერსიტეტის ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში მიიჩნევს რომ ამერიკელებმა თვალი უნდა გასწორონ ახალი რისკების მოახლოებას, რომლის მართვაც უნდა შეძლონ.
“ეს იგივე გამოწვევებად უნდა მივიჩნიოთ, რაც, მიწისძვრებს, ხანძარს, წყალდიდობასა და ქარიშხალს შეიძლება ახლდეს. ეს ადამიანის მიერ შექმნილი კატასტროფაა, ასე რომ, ამის თაობაზე გარკვეული ცოდნაც გვესაჭიროება იმისათვის რომ რეალური საფრთხე გავაცნობიეროთ,- ” განაცხადა ექპერტმა.
საუთერის აზრით, მოსახლეობის ჩართულობა ამ საკითხის სიღრმისეული ანალიზისათვის, მნიშვნელოვანია ტერორიზმის აღსაკვეთად, თუმცა, კარგად მოქნილმა უსაფრთხოების სისტემამ ამერიკელთა უფლები არ უნდა დაარღვიოს. ამისათვის კი ბალანსის გამონახვა არც თუ ისე მარტივია.