ქართველ ხელოვანთა გამარჯვება ვაშინგტონში

პაატა და ირინა ციქურიშვილების სინეტიკის თეატრი 11 კატეგორიაში 4 პრესტიჟულ პრიზს იღებს

23 აპრილს ვაშინგტონში მთავარი თეატრალური პრიზის, ჰელენ ჰეისის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. დედაქალაქის 84 თეატრს შორის ქართველი წყვილის, პაატა და ირინა ციქურიშვილების სინეტიკის თეატრიც იყო ნომინირებული. ჰელენ ჰეისის საპატიო ჯილდო თეატრალურ ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისთვის გადაეცა მსახიობ კევინ სპეისის.

სინეტიკის თეატრის სპექტაკლმა „მეფე ლირი“ მოიპოვა მსახიობთა საუკეთესო ანსამბლის ჯილდო, საუკეთესო ქორეოგრაფის, საუკეთესო მუსიკალური გაფორმების და საუკეთესო განათების პრიზები. სულ 4 ჰელენ ჰეისის ჯილდო - 11 კატეგორიიდან. სინეტიკის თეატრი მსახიობთა საუკეთესო ანსამბლის პრიზს ზედიზედ უკვე მეოთხედ იღებს. თეატრის დაარსებიდან 10 წლის მანძილზე ქორეოგრაფ და მსახიობ ირინა ციქურიშვილს დასის წევრებს შორის ყველაზე მეტი, 32 ნომინაცია და 12 პრიზი აქვს მოპოვებული.

ჰელენ ჰეისის სახელობის ცერემონიალს დედაქალაქის თეატრალურ ოსკარს უწოდებენ. ის წელს 28-ედ ჩატარდა და მისი ტრადიციული სპონსორია კომპანია „ვაშინგტონის თეატრები“.