კონგოს თვითგამოცხადებული პრეზიდენტი

კონგოს თვითგამოცხადებული პრეზიდენტი

სირიის პრეზიდენტი თანახმაა 24 საათის განმავლობაში მოაწეროს ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად 9-თვიანი სისხლიანი დაპირისპირების დასრულებას ისახავს მიზნად

არაბული ლიგის ოფიციალურ პირთა განცხადებით სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელს აუცილებლად მოაწერს.

კატარის პრემიერ მინისტრმა, შეიხ ჰამად ბინ ჯასიმ ალ-თანიმ, რომელიც არაბული ლიგის სამშვიდობო კომიტეტს ხელმძღვანელობს, დღეს ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. პერმიერის თქმით მას გააჩნია ინფორმაცია, რომ სირიის პრეზიდენტი თანახმაა 24 საათის განმავლობაში მოაწეროს ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად 9-თვიანი სისხლიანი დაპირისპირების დასრულებას ისახავს მიზნად.

შეთანხმების გეგმის მიხედვით სირია ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლებს დაუშვებს და მისცემს მათ საშუალებას სირიის ხელისუფლების მიერ ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების გამოყენებით ჩახშობა გააკონტროლონ. არაბული ლიგის მოთხოვნებს შორის ოპოზიციურ ჯგუფებთან მოლაპარაკების სასწრაფო განახლებაცაა. სირიული ოპოზიცია წლის დასაწყისიდან დღემდე ასადის 11-წლიანი ავტორიტარული რეჟმის დასრულებას მოითხოვს.

კვირას სირია ძალადობის ხელახალმა ტალღამ მოიცვა. ქალაქ ჰომსში და ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში კიდევ 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ქვეყნის უფლებადამცველების განცხადებით სირიის არმიის რენეგატთა ხელით მთავრობის მხარეს მებრძოლი 6 ჯარისკაცი გარდაიცვალა და სამი სამხედრო მანქანა განადგურდა.