შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით წლის ბოლომდე ამერიკის ჯარები დატოვებენ ერაყის ტერიტორიას.
ეს განცხადება პრეზიდენტმა ობამამ დღეს, ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიქისთან გამართული ვიდეო-კონფერენციის შემდეგ გააკეთა.
თეთრ სახლში გამართულ პრეს-კონფრენციაზე ბატონმა ობამამ განაცხადა, რომ ერაყში მყოფი ამერიკის ჯარები ახალი წლის არდადეგებისთვის უკვე სახლში იქნებიან. მისი თქმით ეს გადაწყვეტილება ერაყის ლიდერ ნური ალ-მალიქისთანაც არის შეთანხმებული.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით ერაყთან ურთიერთობის ახალი ფაზა იწყება, რომელიც საერთო ინტერესებზე და ურთიერთ პატივისცემაზე იქნება დაფუძნებული.
ვაშინგტონის და ერაყის თანამშრომლობა რეგიონის უსაფრთხოებას და მშვიდობიან განვითარებას უზრუნველყოფს. შეერთებულ შტატებს იმედი აქვს, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა პატივს სცემს ერაყის სუვერენიტეტს. განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.
პოლიტიკური ანალიტიკოსები დღემდე არ გამორიცხავდნენ ამერიკის ჯარების გარკვეული რაოდენობის დატოვებას ერაყში 2011 წლის 31 დეკემბრის შემდეგ.
ომი ერაყში 2003 წლის მარტში დაიწყო და 4400 ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა.