არც ერთ პოპ კრებულს არ ჰქონია 2011 წელს ისეთი წარმატება , როგორც ბრიტანელი მომღერლის ადელის კომპაქტ დისკს „21“. იანვარში გამოსული ადელის ეს ნამუშევარი შევიდა ყველა დროის ყველაზე გაყიდვად კრებულად ბრიტანეთში. წლის ბოლომდე კი მსოფლიოში 15 მილიონი ასლი გაიყიდა. ის ნომინირებულია გრემის 6 პრემიაზე საუკეთესო კრებულისა და სიმღერის ჩათვლით. მიუხედავად იმისა , რომ მან ხორხზე ოპერაცია გაიკეთა, ადელი იმედოვნებს, რომ 12 თებერვალს დაგეგმილ გრემის ცერემონიალზე ის მაინც მიიღებს მონაწილეობას.
ადელის წყნარი ბალადებისგან განსხვავებით ნიკი მინაჟი რადიკალურად განსხვავებულ, ენერგიულ ჰიპ ჰოპს წარმოგვიდგენს. გასულ ნოემბერს ნიუ იორკელი რეპერი თავისი სადებიუტო ნაშრომით, „Pink Friday’’-ით წარსდგა მსმენელის წინაშე. კრებულმა წარმატება მოუტანა შემსრულებელს და რადიო ჰიტ პარადებში მოწინავე ადგილი დაიკავა.
ბილბორდის წლის საუკეთესო ქალბატონის წოდება მომღერალმა ტეილორ სვიფტმა მიიღო. 13 დეკემბერს მას 22 წელი შეუსრულდა. მთელი წლის განმავლობაში ის თავის მესამე კრებულს “Speak Now”-ს რეკლამირებას უწევდა და კონცერტებით მოგზაურობდა. შუალედებში ის ქველმოქმედებით იყო დაკავებული და დაახლოებით ერთი მილიონი დოლარი გადარიცხა სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციაში.
ზემოხსენებული სამი ქალბატონის წარმატებების ფონზე, მუსიკალურმა სამყარომ უნიჭიერესი მომღერალი დაკარგა. 27 წლის ასაკში გარდაიცვალა ემი ვაინჰაუსი. მომღერალი ალკოჰოლის ინტოქსიკაციის შედეგად თავის ლონდონის ბინაში 23 ივლისს გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი ნაშრომი კი, დუეტი ტონი ბენტთან “Body da Soul ” გახდა. სიმღერა ფართო აუდიტორიის წინაშე სექტემბრის თვეში გამოვიდა, ემი ვაინჰაუსის დაბადებიდან 28 წლის აღსანიშნავად. გაყიდვებიდან მოგება კი მისი სახელობის ფონდში გადაირიცხა, რომელიც მამამისმა დააარსა და გასაჭირში მყოფი ახლგაზრდების დახმარებას მოხმარდება.