არაბული ლიგა შეთანხმდა ერთობლივი სამშვიდობო ძალის შესაქმნელად სირიაში გამწვავებული სიტუაციიდან გამომდინარე დახმარებისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიმართოს.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქაიროში სპეციალური რეზოლუცია მიიღეს, რომელშიც ისინი წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ სირიის ოპოზიცია "ღია კომუნიკაციის საშუალებებით" უზრუნველყონ, რათა მათ "პოლიტიკური და მატერიალური მხარდაჭერა" გააჩნდეთ. 22-ქვეყნიანი ლიგა ასევე შთანხმდა გაეროს და არაბული ლიგის ერთობლივ სამშვიდობო ძალას კონფლიქტის დარეგულირების უფლებამოსილება მიანიჭოს.
ოფიციალურმა დამასკომ რეზოლუცია სასწრაფოდ უარყო. სირიის ელჩი ლიგაში, აჰმედ იუსუფი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება არაბული მთავრობების "ისტერიკას" ასახავს, რომელთც "უცხოური ინერვენციისათვის" გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ვერ მოიპოვეს. თვის დასაწყისში რუსეთის და ჩინეთის მიერ დადებულმა ვეტომ დაბლოკა დასავლური რეზოლუცია, რომელიც ორეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომის მოთხოვნას მხარს უჭერდა.