პრეზიდენტ ჰუ ჯინტაოს ამ თვის ბოლოს ადის აბებაში ელოდებიან. სწორედ ჩინეთის ლიდერმა უნდა გახსნას აფრიკული კავშირის სათაო ოფისი, რომელსაც ჯერ კიდევ მუამარ კადაფის მმართველობის პერიოდში ჩაეყარა საფუძველი და რომელიც ჩინეთის შემწეობით აშენდა.
აფრიკის ლიდერები ადის აბებაში ყოველ იანვარს ტრადიციულ შეხვედრას მართავენ. სათაო ოფისის სიმცირის გამო უკანასკნელი შეხვედრა გაერთიანებული ერების საკონფერენციო დარბაზში შედგა.
ეთიოპიის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ პრეზიდენტი ჯინტაო ადის აბებაში 28 იანვარს ჩავა და დაესწრება საზეიმო ცერემონიალს, სახელწოდებით „ჩინეთის საჩუქარი აფრიკას“. ოფისის ასაშენებელი თანხა - 200 მილიონი დოლარის ოდენობით სწორედ ჩინეთის სახელმწიფომ გაიღო და ის ჩინური სახელმწიფო საინჟინრო-სამშენებლო კომპანიის მიერაა აშენებული.
ახალი შნეობა ჩინეთის აფრიკული ინტერესების კიდევ ერთი დადასტურებაა. 2010 წელს აფრიკის სავაჭრო პარტნიორებს შორის ჩინეთმა შეერთებულ შტატებსაც კი გაუსწრო და 114 მილიარდი დოლარი შეადგინა. ექსპერტების მონაცემებით კონტინენტის საწვავის ექსპორტის 70 პროცენტს ჩინეთი ითვისებს.