კონგოს ოპოზიციის ლიდერი, ეტიენ თშისეკედი, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ის ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტია და რომ მომავალ პარასკევს ის საზეიმო ცერემონიალზე საქვეყნოდ ფიცის დადებას აპირებს.
საარჩევნო კომისიის დასკვნის მიხედვით მან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები წააგო. მაგრამ დღეს ბატონმა თშისეკედიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ხმის დათვლის პროცედურა გაყალბებული იყო და კონგოელებმა რეალურად მხარი მას დაუჭირეს.
საერთშორისო დამკვირვებლებმა მართლაც გამოხატეს შეშფოთება არჩევნების დროს დაშვებული უზუსტობების და გაყალბებების გამო. ხმის დათვლის შემდეგ გამოვლინდა, რომ ახლანდელი პრეზიდენტი კაბილა 49 პროცენტით პირველ ადგილზე გავიდა. თშისეკადიმ კი მხოლოდ 32 პროცენტი დააგროვა.
კვირას ოპოზიციის ლიდერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა კონგოელებს სიმშვიდე შეინარჩუნონ და უცხოელი ინვესტორების ნდობას გაუფრთხილდნენ.