ოფიციალური თეირანი ახსნა-განმარტებების მოლოდინში

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ალი აქბარ სალეჰი

ირანი მზად არის შეისწავლოს შეერთებული შტატების ბრალდება ირანული შეთქმულების შესახებ ამერიკაში საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობის შესახებ. ამის შესახებ ირანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალი-აქბარ სალეჰიმ განაცხადა. ის მოუწოდებს შეერთებულ შტატებს წარუდგინოს თეირანს ამ საქმესთან დაკავშირებით არსებული ყველა დოკუმენტი. ირანი ბრალდებას უარყოფს. კვირას სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ეს შეერთებული შტატების მხრიდან შეუსაბამო ბრალდებაა და მიზნად ისახავს ქვეყნის შიგნით არსებული მწვავე ეკონომიკური კრიზისიდან ყურადღების გადატანას.

თავის მხრივ, სენატის სადაზავერვო კომიტეტის ხელმძღვანელმა დაიან ფეინსტეინმა აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლებას მყარი მტკიცებები აქვს:

„ჩვენი სამხილი მასალები ძალინ მყარია. მსოფლიოს გადაკვეთა და შეტევის განხორციელება ვითარების ესკალაციას გამოიწვევდა. აი ეს არის რაც ჩვენ გვაშფოთებს და ეს აშფოთებთ საუდელებსაც“