სტრასბურგის სასამართლოს განცხადება დღეს გამოქვეყნდა.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია აწ უკვე ყოფილი გიგანტური ნავთობკომპანიის „იუკოსის“ უფლებები. თუმცა, ამავე დროს ევროპული სასამართლოს განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების ქმედება არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული. სტრასბურგში განთავსებული სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შელახა იუკოსის უფლება, როდესაც კომპანიას არ მიეცა საკმარისი დრო, რათა თავი დაეცვა სასამართლოზე, რომელიც მას ბრალს დებდა გადასახადების დამალვაში. სტრასბურგის სასამართლოს განცხადება დღეს გამოქვეყნდა. რუსეთის ხელისუფლებამ იუკოსის წინააღმდეგ მოქმედება 2003 წელს დაიწყო, როდესაც მისი ხელმძღვანელი მიხაილ ხოდორკოვსკი დააპატიმრა.