სირიაში არაბული ლიგისა და გაეროს ელჩი კოფი ანანი იმედიანად არის განწყობილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების შესაძლებლობის მიმართ.
გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე გაკეთებულ განცხადებაში, ანანმა სირიის მთავრობას მოუწოდა-გაატაროს დამატებითი ზომები და გაიყვანოს საჯარისო შენაერთები თუ მძიმე არტილერია დასახლებული პუნქტებიდან.
ამ ეტაპზე, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებას არაერთი სკეპტიკოსი დასავლელი ელჩი ადევნებს თვალს. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა გაერთიანდეს რათა სირიას ქაოსი ააცილოს თავიდან.