ახალი ბრალდებების თანახმად, მოჰამედმა და მისმა თანამზრახვლებმა 11 სექტემბრის ტერაქტები დაგეგმეს და სისრულეში მოიყვანეს.
ეჭვმიტანილებს ბრალი ედებათ შეთქმულების მოწყობაში, მკვლელობაში, მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმაში, თვითმფრინავის გატაცებასა და სხვა ბრალდებებს შორის, ტერორიზმში.
ხუთივე ეჭვმიტანილი გუანტანამოს სატუსაღოშია დაკავებული, სადაც მათ ამერიკის სამხედრო სასამართლო გაასამართლებს. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, მათ სიკვდილს მიუსჯიან.