გარდაიცვალა კიმ ჩენ ილი

გარდაიცვალა კიმ ჩენ ილი

ჩრდილო კორეელი ლიდერი 69 წლის იყო

კომუნისტური სახელმწიფოს ლიდერს კიმ ჩენ ილს, სავარაუდოდ, ინსულტი დაემართა 2008 წელს. ამის შემდეგ, იგი შედარებით ენერგიულად გამოიყურებოდა იმ ვიდეო თუ ფოტო მასალაზე, რომელსაც ოფიციალური ფხენიანი ავრცელებდა. კიმს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არც ჩინეთში ან რუსეთში ცოტა ხნის წინ მოგზაურობისას ეტყობოდა. გარდაცვალების მომენტში იგი 69 წლის იყო.

ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ კორეის საიდუმლოებით მოცული ლიდერი დიაბეტით იყო დაავადებული.

2010 წლის სექტემბერში, კიმმა მისი მესამე ვაჟიშვილი, კიმ ჩენ უნი მის მემკვიდრედ გამოაცხადა.

ჩრდილოეთ კორეაში არსებული ლეგენდის თანახმად, კიმ ჩენ ილი 1942 წელს პაეკდუს მთაზე დაიბადა, რომელიც ქვეყანაში ერთერთი ყველაზე საკრალური ადგილია. თუმცა საბჭოთა არქივების თანახმად, იგი ციმბირშია დაბადებული.