ნატო ლიბიის სანაპიროებთან გემებს გააგზავნის

ნატო ლიბიის სანაპიროებთან გემებს გააგზავნის

ალიანსი ტრიპოლის წინააღმდეგ იარაღის ემბარგოს გაუწევს ზედამხედველობასჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, რომ ლიბიის სანაპიროსთან გემები გაიგზავნება ტრიპოლიზე გაეროს მიერ დაწესებული იარაღის ემბარგოს კონტროლის მიზნით. მაგრამ ალიანსის წამყვანმა წევრებმა, ამერიკის თავდაცვის მდივნის ჩათვლით, განაცხადეს, რომ ნატოს რეგიონალური მხარდაჭერა და სანქცია არ აქვს მიღებული პირდაპრი სამხედრო ჩარევის განხორციელების მიზნით. ამერიკის ხმის კორესოპნდენტი ალ პესინი ბრიუსელში გამართული ნატოს თავდაცვის მინისტრების ორ დღიანი შეხვედრიდან იტყობინება, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა გემების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება იქ სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით მიიღო. ამასთან, რასმუსენის განცხადებით, ეს ზომა ჰუმანიტარული სიტუაციის დარეგულირებაში შეიტანს წვლილს. გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ ალიანსი ჰუმანიტარული სიტუაციის შესამსუბუქებლად საგანგებო და დეტალურ გეგმას შეიმუშავებს და გააკონტროლებს ლიბიის არა საფრენ ზონად გამოცხადებას. ნატოს ლიდერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს გაეროს სანქცია ძალის გამოყენებისათვის რასაც რობერტ გეითსიც დაეთანხმა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, რომ ლიბიის სანაპიროებთან გემებს გააგზავნიან ტრიპოლიზე გაეროს მიერ დაწესებული იარაღის ემბარგოს კონტროლის მიზნით.

მაგრამ ალიანსის წამყვანმა წევრებმა, ამერიკის თავდაცვის მდივნის ჩათვლით, განაცხადეს, რომ ნატოს რეგიონალური მხარდაჭერა და სანქცია არ აქვს მიღებული პირდაპრი სამხედრო ჩარევის განხორციელების მიზნით.

ამერიკის ხმის კორესოპნდენტი ალ პესინი ბრიუსელში გამართული ნატოს თავდაცვის მინისტრების ორ დღიანი შეხვედრიდან იტყობინება, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა გემების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება იქ სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით მიიღო. ამასთან, რასმუსენის განცხადებით, ეს ზომა ჰუმანიტარული სიტუაციის დარეგულირებაში შეიტანს წვლილს. გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ ალიანსი ჰუმანიტარული სიტუაციის შესამსუბუქებლად საგანგებო და დეტალურ გეგმას შეიმუშავებს და გააკონტროლებს ლიბიის არა საფრენ ზონად გამოცხადებას.

ნატოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს გაეროს სანქცია ძალის გამოყენებისათვის რასაც რობერტ გეითსიც დაეთანხმა