ვშინგტონში კენედის სახელობის საკონცერტო დარბაზში 11 სექტემბრის ტრაღიკული მოვლენებიდან მე-10 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით გამართულ კონცერტზე, რომლითაც დასრულდა ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სიტყვა წარმოთქვა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა 11 სექტემბრის ტერაქტები უმძიმესი დარტყმა იყო ამერიკელი ხალხისათვის. თუმც მისივე თქმით ამერიკა ამის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. როგორც მან აღნიშნა პენტაგონი დღეს აღდგენილია. ახალი შენობა შენდება მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ადგილზე, ხოლო ამერიკელები ყოველგვარი შიშის გარეშე აგრძელებენ ნორმალურ ცხოვრებას. სამგლოვიარო ცერემონიები გაიმართა ტერაქტების სა,მოვე ადგილას - ნიუ-იორკში, ვშინგტონში პენტაგონთან და შენქსვილში პენსილვანიაში.