ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კონფერენცია ვენაში

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კონფერენცია ვენაში

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანი სააგენტოს სადამკვირებლო ჯგუფებისთვის „განსაკუთრებულ შემთხვევას“ წარმოადგენს იმის გამო, რომ არსებობს ეჭვები, რომ თეირანი ფარულად ანვითარებს ექსპერიმენტულ ბირთვულ პროგრამებს.

დღეს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გახსნილ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კონფერენციაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა იუკია ამანომ აღნიშნა, რომ სააგენტოს თანამშრომლობა ირანელ ოფიციალურ პირებთან არ არის ადეკვატური იმისთვის, რომ სააგენტომ დაადასტუროს, რომ ქვეყნის ბირთვული მასალის მარაგი მხოლოდ მშვიდობიანი საქმიანობისთვის არის განკუთვნილი.

სააგენტოს კონფერენცია ერთ კვირას გასტანს. კონფერენციაში მონაწილე დელეგატების განხილვის მთავარი საგანი იქნება ირანისა და სირიის ბირთვული პროგრამები. ამას გარდა, არაბული სამყაროს სახელმწიფოებმა სააგენტოს განრიგში პირველად 1991 წლის შემდეგ ისრაელის ბირთვული პროგრამის საკითხიც შეიტანეს.