თუ ტალახმა გაჟონვა შეაჩერა, კომპანია ჭაბურღილის ცემენტით დალუქვას აპირებს.
"ბრიტიშ პეტროლიუმის" პრეზიდენტის განცხადებით, კომპანია გააგრძელებს ძალისხმევას მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრის შესაჩერებლად.
დაგ სატლის განცხადებით, ბრიტიშ პეტრილიუმი გააგრძელებს მიმდინარე პროცედურას, რომელიც დაზიანებულ ჭაბურღილს ტალახის-მაგვარ მძიმე მასას ასხამს. თუ ტალახმა გაჟონვა შეაჩერა, კომპანია ჭაბურღილის ცემენტით დალუქვას აპირებს.
პრეზიდენტი ობამა გუშინ მექსიკის ყურეს ეწვია და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გაჟონვის შეჩერებაზე სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.