ავღანეთში 78 პარტიზანი გაანადგურეს

ავღანეთში 78 პარტიზანი გაანადგურეს

პარტიზანების დანაკარგები ნატოს ავიაციის მოქმედებამ გამოიწვია.

ნატოს განცხადებით, ავღანეთის პაკტიკას პროვინციაში მიმდინარე ბრძოლების დროს სულ ცოტა 78 პარტიზანი გაანადგურეს. ისინი თავს დაესხნენ ნატოს სამხედრო ბაზას დეშუს რაიონში.

ბრძოლა 12 საათი გრძელდებოდა. პარტიზანების დანაკარგები ნატოს ავიაციის მოქმედებამ გამოიწვია. ბრძოლაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის 5 ჯარისკაცი დაიჭრა.

დღესვე ნატოს საჰაერო დარტყმების შედეგად, ზაბულის პროვინციაში თალიბთა ერთ-ერთი მეთაური მულა აბდულა ქაქარი დაიღუპა.