ჰონ კონგში 800-მდე არალეგალურ სამორინეზე განახორციელა რეიდი.
ინტერპოლის განცხადებით,აზიაში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე არალეგალური ფსონების დადების ბრალდებით 5000 კაცია დაპატიმრებული.
პოლიციამ ჩინეთში, მალაიზიაში, სინგაპურში, ტაილანდსა და ჰონ კონგში 800-მდე არალეგალურ სამორინეზე განახორციელა რეიდი, რომლის დროსაც თითქმის 10 მილიონი დოლარია ამოღებული.
ინეტრპოლი ორგანიზებულ დამნაშავეობასთან დაკავშირებული სანაძლეო კანტორების საქმიანობის აკრძალვას ცდილობს, რომელთა შემოსავალმა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე 150 მილიონ დოლარს გადააჭარბა.