რევოლუციის 33 წლისთავი ირანში

რევოლუციის 33 წლისთავი ირანში

ირანში რევოლუცია 1978 წელს მოხდა, რის შედეგადაც შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი შაჰის რეჟიმი დაემხო.

დღეს ათასობით ირანელმა ისლამური რევოლუციის 33 წლისთავი მარშით აღნიშნა. ირანში რევოლუცია 1978 წელს მოხდა, რის შედეგადაც შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი შაჰის რეჟიმი დაემხო.

ირანელები დღეს ქვეყნის თითქმის ყველა ქალაქში შეიკრიბნენ. ბევრ მათგანს გამოტანილი ქონდა პლაკატები, სადაც ამერიკის და ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგი ეწერა.

თეირანის მთავარ მოედანზე შეკრებილ ირანელებს პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა მიმართა. მან განაცხადა, რომ ირანი თავის ბირთვული პროექტის შესახებ რამდენიმე დღეში მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს.სხვა დეტალები ირანის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.