პაკისტანში 15 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში 15 ადამიანი დაიღუპა

დღეს დილით პაკისტანში ხაიბერის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა. ნატოს სამხედრო ბაზისკენ მიმავალი საწვავით დატვირთული საბარგო მანქანა ნაღმზე აფეთქდა.

გადარჩენილი საწვავის მოგროვებისას ცეცხლმა იფეთქა და დამატებით რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა. ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია, თუმცა მსგავსი აქციების ორგანიზება თალიბანმა თავის თავზე უკვე რამოდენიმეჯერ აიღო. მანამდე იმავე რეგიონში ყველაზე ცოტა თოთხმეტ საწვავის მანქანაზე იქნა იერიში მიტანილი. ხანძარში მაშინ არავინ დაღუპულა.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო ნაწილების მომარაგება ავღანეთში პაკისტანიდან ხდება. ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ პაკისტანში კოალიციური შენაერთების მიმართ ძალადობის ფაქტების გახშირება შეინიშნება.