ქაშმირში 100 ადამიანია გარდაცვლილი

პოლიციამ დაკრძალვის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა.

ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში, ივნისის თვეში დაწყებული ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ, 100 ადამიანია გარდაცვლილი.

სამართალდამცველების ინფორმაციით, მათ დღეს სხვადასხვა ინციდენტისას 2 ადამიანი მოკლეს.

ერთერთი მათგანი, დაკრძალვის პროცესში იღებდა მონაწილეობას, კომენდანტის საათის დროს. დაკრძალვაში ქაშმირის სამხრეთით მდებარე ქალაქ ანანთნაგში მონაწილეობას ათასობით ადამიანი იღებდა. ადგილობრივების განცხადებით, გარდაცვლილს პოლიცია დასდევდა და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პოლიციამ დაკრძალვის მონაწილეებს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნა, რაც მათ პროინდური პოლიტიკოსის სახლისთვის ცეცხლის წაკიდება დააპირეს.