წყალდიდობა პაკისტანში

წყალდიდობა პაკისტანში

სტიქიამ მილიონი ადამიანი დააზარალა

სტიქიისგან დაზარალებული პაკისტანის მოსახლეობა ხელისუფლების მოქმედებით უკმაყოფილოა. კატასტროფულმა წყალდიდობამ პაკისტანის ჩრდილოდასავლეთ რეგიონში 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ათი ათასობით ადამიანი თავსხმა წვიმების შედეგად უსახლკაროდ არის დარჩენილი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რეგიონში ურთულესი ვითარებაა შექმნილი. გაეროს მონაცემებით, წყალდიდობის და თავსხმა წვიმების შედეგად მილიონამდე პაკისტანელია დაზარალებული. წყალდიდობაა მეზობელ ავღანეთშიც, სადაც სტიქიამ 60 ადამიანი იმსხვერპლა.