დაკრძალვა ირანში

კამიკაძე ტერორისტებმა 27 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს, დაიჭრა 270 კაცი.

ათი ათასობით ადამიანი დაესწრო ირანის ქალაქ ზაჰედანში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა დაკრძალვას. ხუთშაბათს. ამ ქალაქში ირანელი შიიტები მუჰამედის შვილიშვილის იმამ ჰუსეინის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, როდესაც ორი ძლიერი აფეთქება მოხდა.

კამიკაძე ტერორისტებმა 27 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს, დაიჭრა 270 კაცი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა სუნიტურმა დაჯგუფება ჯუნდულამ იკისრა.

ირანის ფარსის საინფომაციო სააგენტოს ცნობით, ზაჰედანის პოლიციამ ამ ტერაქტის მოწყობაში ეჭმიტანილი 4 ადამიანი დააკავა.